საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №68
2000 წლის 27 თებერვალი
ქ. თბილისი
ბ. გულუასათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრს ბაკურ გულუას, რომ ხელი მოაწეროს საქართველოს მთავრობასა და იაპონიის მთავრობას შორის საქართველოში სურსათის წარმოების ზრდის იაპონურ გრანტთან დაკავშირებულ ოქმს, საპროცედურო დეტალებზე შეთანხმებულ ოქმსა და ნოტების გაცვლის დოკუმენტს.
ე. შევარდნაძე