„ქ. თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მერის 2008 წლის 30 დეკემბრის №61 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ქ. თბილისის მერის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1
მიმღები ორგანო
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
მიღების თარიღი
2014-01-28
გამოქვეყნების თარიღი
2014-01-31
სარეგისტრაციო კოდი
010260030.52.101.016105
„ქ. თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მერის 2008 წლის 30 დეკემბრის №61 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ქ. თბილისის მერის

ბრძანება №1

2014 წლის 28 იანვარი

ქ. თბილისი

 

„ქ. თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მერის 2008 წლის 30 დეკემბრის №61 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ქ. თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მერის 2008 წლის 30 დეკემბრის №61 ბრძანებით (გაზეთი „24 საათი“, 2009 წლის 10 იანვარი, №2, სარეგისტრაციო კოდი 010.260.030.38.101.012.607) დამტკიცებულ ქ. თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის დებულებაში (შემდგომში – დებულება) შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამსახურის უფროსს ჰყავს 3 მოადგილე, რომელთაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ქალაქ თბილისის მერი.

მუხლი 2
ბრძანება ძალაში შედის 2014 წლის 28 იანვრიდან.

 


ქალაქ თბილისის მერის მოადგილის დროებით მოვალეობის შემსრულებელიირაკლი აბესაძე

კრებსითი — სრული ვერსია