საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 145
2009 წლის 26 თებერვალი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო სექტორის ფინანსური მართვის რეფორმის მხარდაჭერის პროექტის მართვის კომიტეტის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 31 მაისის № 229 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად , „სახელმწიფო სექტორის ფინანსური მართვის რეფორმის მხარდაჭერის პროექტის მართვის კომიტეტის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 31 მაისის № 229 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პროექტის მართვის კომიტეტში საქართველოს მხარის მონაწილეობა განისაზღვროს შემდეგი შემადგენლობით:
| კახა ბაინდურაშვილი | - | საქართველოს ფინანსთა მინისტრი, კომიტეტის თავმჯდომარე |
| პაპუნა პეტრიაშვილი | - | საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე |
| ვაჟა პეტრიაშვილი | - | საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე |
| ზაზა ლორთქიფანიძე | - | საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, კომიტეტის მდივანი |
| შოთა თარხნიშვილი | - | საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის პირველი მოადგილე |
| კახა სეხნიაშვილი | - | საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის უფროსი. “ . |
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური