საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 143
2009 წლის 26 თებერვალი
ქ. თბილისი
ი. ღვალაძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ
1. „ საპარლამენტო მდივნის შესახებ “ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე: „ ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე “ და „ ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ “ საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ირაკლი ღვალაძე.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური