საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 139
2009 წლის 26 თებერვალი
ქ. თბილისი
ნ. ფრუიძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ
1. „ საპარლამენტო მდივნის შესახებ “ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე: „ წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე “ , „ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ “ , „ რეკლამის შესახებ “ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე “ , „ ვეტერინარიის შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე “ , „ ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე “ , „ სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე “ და „ სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე “ საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ფრუიძე.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური