საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტების გამოთხოვის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
117
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-02-18
გამოქვეყნების თარიღი
2009-02-18
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტების გამოთხოვის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №117

2009 წლის 18 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტების გამოთხოვის შესახებ

1. „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანს გ. ხუროშვილს მიეცეს თანხმობა, რომ საქართველოს პარლამენტიდან გამოითხოვოს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტები:

ა) „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პარლამენტში წარდგენის თარიღია 21.11.08, №1/347);

ბ) „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პარლამენტში წარდგენის თარიღია 29.09.08, №1/244).

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                    ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია