სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგიერთი ღონისძიების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
112
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-02-18
გამოქვეყნების თარიღი
2009-02-18
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგიერთი ღონისძიების თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №112

2009 წლის 18 თებერვალი

ქ. თბილისი

სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგიერთი ღონისძიების თაობაზე

1. „ბაქო-თბილისი-ყარსის“ ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტის რეალიზაციის ფარგლებში მარაბდა-თურქეთის რესპუბლიკის საზღვრამდე (კარწახი) სარკინიგზო მონაკვეთის ფინანსირების, პროექტირების, მშენებლობის, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციისა და ექსპლუატაციის პირობებისა და პრინციპების შესახებ“ საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობებს შორის 2007 წლის 7 თებერვალს გაფორმებული შეთანხმების მე-3 მუხლიდან გამომდინარე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად ყარსი-ახალქალაქის სარკინიგზო მაგისტრალის, მარაბდიდან კარწახის მიმართულებით თურქეთის საზღვრამდე, დერეფანში მოხვედრილი კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების გამოსყიდვის პროცესის ეფექტიანად და შეუფერხებლად განხორციელების მიზნით ნება დაერთოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განახორციელოს ყარსი-ახალქალაქის სარკინიგზო მაგისტრალის, მარაბდიდან კარწახის მიმართულებით თურქეთის საზღვრამდე, დერეფანში მოხვედრილი კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების გამოსყიდვასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვა.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                            ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია