ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
90
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-02-18
გამოქვეყნების თარიღი
2009-02-18
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №90

2009 წლის 18 თებერვალი

ქ. თბილისი

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფის შესახებ

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამოუყოს:

ა) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2005 წლის 27 სექტემბრის საქმეზე „შპს „ამატ-ჯი“ და მებაღიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ და 2005 წლის 27 სექტემბრის საქმეზე „შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ“ გამოტანილი გადაწყვეტილებების დაგვიანებით აღსრულებით გამოწვეული საურავის გადახდის მიზნით 195 (ას ოთხმოცდათხუთმეტი) ევროსა და 2 (ორი) ცენტის ეკვივალენტი ლარი;

ბ) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 27 იანვრის საქმეზე „ხმიადაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ მეგობრული მორიგების შესახებ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით 7 000 (შვიდი ათასი) ევროს ეკვივალენტი ლარი.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                         ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია