ქ. ბათუმის მერიისათვის სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
82
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-02-10
გამოქვეყნების თარიღი
2009-02-10
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ქ. ბათუმის მერიისათვის სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №82

2009 წლის 10 თებერვალი

ქ. თბილისი

ქ. ბათუმის მერიისათვის სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად ქ. ბათუმის მერიას მიენიჭოს უფლებამოსილება, ქ. ბათუმის 2009 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით შემდეგ ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში შესრულების უზრუნველსაყოფად:

ა) 2,300,000 (ორი მილიონ სამასი ათასი) ლარის ფარგლებში – ქ. ბათუმის ისტორიული უბნების რეაბილიტაცია, რომლითაც გათვალისწინებულია ისტორიულ უბნებში შენობების გარე ფასადების, მიწისქვეშა და მიწისზედა კომუნიკაციების, კულტურული ობიექტების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია და მიმდებარე ტერიტორიის (პარკების, სკვერების) კეთილმოწყობა;

ბ) 2,200,000 (ორი მილიონ ორასი ათასი) ლარის ფარგლებში – ზღვისპირა პარკის ცენტრალურ შესასვლელში დაგეგმილი არქიტექტურული კომპოზიციების დამზადება-განლაგება.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                        ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია