საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 73
2013 წლის 21 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის „ საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23‑ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე
1. „ საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროზე არ გავრცელდეს „ საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, რომ შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 30 ერთეულით.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე და მისი მოქმედება ვრცელდება 2013 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი