საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
72
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-01-21
გამოქვეყნების თარიღი
2013-01-21
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 72

2013 წლის 21 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის  გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მიეცეს უფლება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში განახორციელოს  6 00 000 ლარის სახელმწიფო შესყიდვა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესყიდვა განხორციელდეს მხოლოდ სამხედრო ქვედანაყოფების შეუფერხებელი და გამართული საქმიანობის საჭიროებიდან გამომდინარე.

3 . ამ განკარგულების შესასრულებლად საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, განსაზღვროს შესასყიდი საქონლის , სამუშაოს და/ან მომსახურების სახეობა, დელეგირების ფარგლებში შესყიდვების ხელშეკრულების ხელმომწერი შესაბამისი ქვედანაყოფების თანამდებობის პირები და  მათ მიერ შესყიდვის განსახორციელებლად საჭირო პროცედურები .

პრემიერ-მინისტრი                        ბ . ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია