საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 70
2013 წლის 21 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის და მის სისტემაში მოქმედი ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის ,,საქართველოს 201 3 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე
1. „ საქართველოს 201 3 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონის 2 3- ე მუხლის მე - 7 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მის სისტემაში მოქმედ ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე არ გავრცელდეს ,, საქართველოს 201 3 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონის 23- ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეთ თანხმობა, რომ 201 3 წლისთვის:
ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბში შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განისაზღვროს არ ა უმეტეს 14 70 ერთეულით ;
ბ) სსიპ – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განისაზღვროს არაუმეტეს 15 ერთეულით ;
გ) სსიპ – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო - ტექნიკურ ცენტრ „ დელტასა “ და მასში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განისაზღვროს:
გ.ა) სსიპ – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო - ტექნიკური ცენტრი „ დელტა ” - არა უმეტეს 245 ერთეული;
გ.ბ) სსიპ – სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა - ტექნიკის ინსტიტუტი - არა უმეტეს 82 ერთეული;
გ.გ) სსიპ – გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი - არაუმეტეს 97 ერთეული;
გ.დ) სსიპ – რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინტიტუტი - არაუმეტეს 61 ერთეული;
გ.ე) სსიპ – ინსტიტუტი „ ოპტიკა “ - არაუმეტეს 20 ერთეული;
გ.ვ) სსიპ – ფერდინად თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინტიტუტი - არაუმეტეს 85 ერთეული .
2. განკარგულება გავრცელდეს 201 3 წლის პირველი იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
პრემიერ - მინისტრი ბ . ივანიშვილი