საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სურსათის ეროვნული სააგენტოსათვის „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
66
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-01-21
გამოქვეყნების თარიღი
2013-01-21
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სურსათის ეროვნული სააგენტოსათვის „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 66

2013 წლის 21 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს   საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სურსათის ეროვნული სააგენტოსათვის  „საქართველოს 2013  წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23‑ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის  დაშვების  თაობაზე

„საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესა­ხებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-7 პუნქტის შე­სა­ბა­მი­სად, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე – სურსათის ეროვნულ სააგენტოზე  არ გავრცელდეს  „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და სსიპ – სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიეცეს თანხმობა, რომ შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვროს -  736 ერთეულით.

პრემიერ-მინისტრი                     ბ.  ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია