საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 50
2013 წლის 1 5 იანვარი
ქ. თბილისი
,,რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის სამსახურებრივი ავტომანქანების ზღვრული ნორმატივის გაზრდის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 28 აპრილის № 920 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
1 . საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ,,რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის სამსახურებრივი ავტომანქანების ზღვრული ნორმატივის გაზრდის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 28 აპრილის № 920 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და სიტყვები: „4 (ოთხი) ერთეულით “ შეიცვალოს სიტყვებით: „6 (ექვსი) ერთეულით “.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღ იდან და ვრცელდება 2013 წლის 3 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი