საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სსიპ - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრისთვის „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
45
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-01-15
გამოქვეყნების თარიღი
2013-01-15
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სსიპ - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრისთვის „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 45

2013 წლის 1 5 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სსიპ - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრისთვის „საქართველოს  2013   წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“  საქართველოს კანონის   23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

„საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და სსიპ - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეთ თანხმობა, რომ შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვრონ საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ - 730 ერთეულით (აპარატისთვის  - 130 ერთეულით, საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის - 600 ერთეულით), ხოლო სსიპ - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა - 245 ერთეულით.

პრემიერ-მინისტრი                      ბ . ივანიშვილი

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია