„სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-წითელი ხიდის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის თბილისი-რუსთავის მონაკვეთის მოდერნიზაციის პროექტის განსახორციელებლად უძრავი ქონების შესყიდვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 19 ივნისის №1205 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
42
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-01-15
გამოქვეყნების თარიღი
2013-01-15
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-წითელი ხიდის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის თბილისი-რუსთავის მონაკვეთის მოდერნიზაციის პროექტის განსახორციელებლად უძრავი ქონების შესყიდვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 19 ივნისის №1205 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 42

2013 წლის 1 5 იანვარი

ქ. თბილისი

 „სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-წითელი ხიდის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის  თბილისი-რუსთავის მონაკვეთის მოდერნიზაციის პროექტის განსახორციელებლად უძრავი ქონების  შესყიდვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 19 ივნისის №1205 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63- ე მუხლის შესაბამისად, „სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-წითელი ხიდის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის  თბილისი-რუსთავის მონაკვეთის მოდერნიზაციის პროექტის განსახორციელებლად უძრავი ქონების  შესყიდვის შესახებ“   საქართველოს მთავრობის  2012 წლის 19 ივნისის №1205 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დაემატოს შემდეგი შინაარსის  მე-3 პუნქტი:

,,3. სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა საჭიროების შემთხვევაში 2013 წელს უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის გამოყოფილი ,,რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის” მუხლით (პროგრამული კოდი 25 03) და ,,საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის და ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების, არაფინანსური აქტივების კლებისა და ფინანსური აქტივების კლების კვარტალური განწერის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის  31 დეკემბრის №549  ბრძანებით  დამტკიცებული ,,მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა (აზიის განვითარების ბანკი)“ (პროგრამული კოდი 25 03 0 5) მუხლის საბიუჯეტო სახსრებით განსაზღვრული ასიგნებებიდან.“.

პრემიერ-მინისტრი                     ბ . ივანიშვილი

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია