საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 40
2013 წლის 1 5 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის (საქართველოს საპატრიარქოს) მიმართ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის (საქართველოს საპატრიარქო) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან 2009 წლის 30 დეკემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის დაკისრებული ან/და დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გადახდისგან გათავისუფლების თაობაზე.
2. მოწონებულ იქნეს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს საპატრიარქოსათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 20 09 წლის 24 დეკემბრის № 941 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების პროექტი და წარედგინოს საქართველოს პრეზიდენტს.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები .
პრემიერ -მინისტრი ბ. ივანიშვილი