,,საქართველოს საავტომობილო გზების რიგ მონაკვეთებზე რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის (მშენებლობის) სამუშაოების განხორციელების მიზნით ზოგიერთ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის №104 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
340
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-04-25
გამოქვეყნების თარიღი
2013-04-25
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
,,საქართველოს საავტომობილო გზების რიგ მონაკვეთებზე რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის (მშენებლობის) სამუშაოების განხორციელების მიზნით ზოგიერთ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის №104 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №340

2013 წლის 25 აპრილი

ქ. თბილისი

,,საქართველოს საავტომობილო გზების  რიგ მონაკვეთებზე რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის (მშენებლობის) სამუშაოების განხორციელების  მიზნით ზოგიერთ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის №104 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხ­ლის შესაბამისად, ,,საქართველოს საავტომობილო გზების  რიგ მონა­კვე­­თებ­ზე რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის (მშენებლობის) სამუ­შაო­ების განხორციელების  მიზნით ზოგიერთ გასატარებელ ღონის­ძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის №104 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების პრეამ­ბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ  2009-2011 წლიდან დაგეგ­მილია თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის გორი-სამტრედიის მონაკვეთის, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთის, თბილისი-წი­თე­ლი ხიდის საავტომობილო გზის თბილისი-რუსთავის მონაკვე­თის, ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის ფონი­ჭალა-მარნეულის მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის სამუ­შაოების დაწყება, აღნიშნულ საავტომობილო გზების მო­ნაკ­ვე­თებ­ზე საპროექტო გადაწყვე­ტი­ლებებით დაგეგმილი სამუ­შაოების დას­­რუ­ლე­ბამდე მიზანშეუწონელია გზის ღერძიდან 100-მეტრიან ზოლში მიწე­ბის გასხვისება და გზისპირა ინფრასტრუქტურის ობიექტების განთავ­სებაზე ტექნიკური პირობების გაცემა, რადგანაც რეკონსტ­რუქ­ცია-მოდერნიზაციის სამუშაოების დასრულებადე შესაძლებელია აუ­ცი­ლე­ბელი გახდეს მიწების გამოსყიდვა და ახლად განთავსებული ინფრა­სტრუქტურის ობიექტების დემონტაჟი, რაც სახელმწიფო ბიუ­ჯე­ტი­დან დამატებით ხარჯების გამოყოფასთან იქნება დაკავ­შირე­ბუ­ლი.  აღნიშნულიდან გამომდინარე:“.

 

პრემიერ-მინისტრი                                                         ბ. ივანიშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია