„GG-B-OAI-A8’’ დამატებითი სასწავლო მოთხოვნების შესახებ’’ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ თავდაცვის სფეროში საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის მიღებისა და განკარგვის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
330
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-04-25
გამოქვეყნების თარიღი
2013-04-25
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
„GG-B-OAI-A8’’ დამატებითი სასწავლო მოთხოვნების შესახებ’’ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ თავდაცვის სფეროში საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის მიღებისა და განკარგვის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №330

2013 წლის 25 აპრილი

ქ. თბილისი

„GG-B-OAI-A8’’ დამატებითი სასწავლო მოთხოვნების შესახებ’’ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ თავდაცვის სფეროში საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის მიღებისა და განკარგვის შესახებ

1. „აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღო­ნი­­სძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს „GG-B-OAI-A8 დამა­ტებითი სასწავლო მოთხოვნების შესახებ’’ ამერიკის შეერთებული შტა­ტე­ბის მთავრობის მიერ თავდაცვის სფეროში საქართველოს მთავრო­ბი­სა­თვის გამოყოფილი გრანტის ხელშეკრულების ცვლილება.

2. „გრანტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ’’ ქვეპუ­ნქტის შესაბამისად,  დაერთოს ნება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, რათა განახორციელოს „GG-B-OAI-A8 დამატებითი სასწავლო მოთხოვნების შესახებ’’ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ თავდაცვის სფეროში საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის  მიღება და განკარგვა.

      

პრემიერ-მინისტრი                                                              ბ . ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია