„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 იანვრის №104 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
327
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-04-25
გამოქვეყნების თარიღი
2013-04-25
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 იანვრის №104 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №327

2013 წლის 25 აპრილი

ქ. თბილისი

 „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“  საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 იანვრის №104 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“  საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 იანვრის №104 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება  და  განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ‑ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობა განსაზღვროს 135 ერთეულით, ხოლო საპრემიო ფონდის წლიური  მოცულობა - შტატით გათვალისწინებულ თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოს  50%-ით;

გ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ‑ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურს შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობა განსაზღვროს 67 ერთეულით, ხოლო საპრემიო ფონდის წლიური მოცულობა - შტატით გათვალისწინებულ თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოს  50%-ით;“.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                ბ. ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია