საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 59 8
2013 წლის 2 1 ივნისი
ქ. თბილისი
„კავშირ „ევროპელ ებრაელთა რელიგიური საზოგადოებისათვის“ უძრავი ქონების სასყიდლიანი უზუფრუქტის ფორმით გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 სექტემბრის № 574 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შე სა ბა მისად, „კავშირ „ევროპელ ებრაელთა რელიგიური საზოგადოებისათვის“ უძ რავი ქონების სასყიდლიანი უზუფრუქტის ფორმით გადაცემის შესახე ბ“ სა ქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 სექტემბრის N574 განკარგულება ში შე ტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) განკარგულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „ევროპელ ებრაელთა რელიგიური საზოგადოებისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის შესახებ“;
ბ) განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს – ,,ევროპელ ებრაელთა რელიგიურ საზოგადოებას“ (ს/კ 204518469) უ სასყიდლ ო უზუფ რუ ქ ტის ფორმით გადაეცეს ქ ალაქ თბილისში, ტყავის ჩიხი N13–ში მდებარე შე ნო ბ ა - ნაგებობა (საერთო ფართით 210,15 კვ . მ) და მა ს ზე დამაგრებული 304 კვ . მ არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მ იწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქო ნების) საკადასტრო კოდი № 01.18.03.045.017 ) ხელშეკრულების გაფორმებიდან უზუფრუქტუარის არსებობის ვადით.“;
გ) განკარგულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.“.
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი