საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
591
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-06-21
გამოქვეყნების თარიღი
2013-06-21
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 591

2013 წლის 2 1 ივნისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ განახორციელოს საქართველოს მეზღვაურის წიგნაკის ნიმუშის ბეჭდვის მომსახურების შეძენა საკუთარი შემოსავლებიდან გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

 

პრემიერ‑მინისტრი                               ბიძინა ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია