გაერთიანებული ერების ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის (გლუკი) მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის ავტომანქანის გადმოცემასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
585
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-06-21
გამოქვეყნების თარიღი
2013-06-21
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გაერთიანებული ერების ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის (გლუკი) მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის ავტომანქანის გადმოცემასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 585

2013 წლის 2 1 ივნისი

ქ. თბილისი

გაერთიანებული ერების ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის (გლუკი) მიერ ს აქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის ავტომანქანის გადმოცემასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

1. ნება დაერთოს ს აქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს „ საქართველოს 201 3 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან 3 435 (სამი ათას ოთხას ოცდათხუთმეტი) ლარი მიმართოს, გაერთიანებული ერების ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის (გლუკი) მიერ ს აქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის ავტომანქანის გადმოცემასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გადახდისათვის.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად განახორ -ციელოს შესაბამისი ცვლილება „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებებში.

 

პრემიერ-მინისტრი                                            ბიძინა ივანიშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია