განჩინება შპს „დარიალი 2007“-ის კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
სასამართლოს აქტები
დოკუმენტის ნომერი
2/7448-12
მიმღები ორგანო
თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი
2014-01-22
გამოქვეყნების თარიღი
2014-01-28
განჩინება შპს „დარიალი 2007“-ის კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

საქმე № 2/ 7448-12

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

კრედიტორთა კრების მოწვევისშესახებ

 

201 4 წლი ს 22 იანვარი

ქ.თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო ს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლებესიკ სისვაძე მ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „ დარიალი 2007”-ის (ს/კ 200236510) კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და,

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართა შპს ”დარიალი 2007”-ის გაკოტრების მმართველმა შპს „ Eurocon”- მა (ს/კ 404908481; დირექტორი ლევან აფციაური) და ითხოვა კრედიტორთა კრების მოწვევა შემდეგი დღის წესრიგით: 1. კრედიტორთათვის გაკოტრების მმართველის მიერ გაწეული საქმიანობის, მათ შორის აუქციონის შედეგების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება; 2. დაგვიანებით წარმოდგენილ მოთხოვნათა განხილვა; 3. კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრის დაზუსტება.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე, 29-ე და 30-ე მუხლების თანახმად, გაკოტრების მმართველის მიერ დასახელებულ საკითხთა გადაწყვეტა ხდება კრედიტორთა კრებაზე. შესაბამისად, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს კრედიტორთა კრების მოწვევას.

სასამართლომ იხელმძღვანელა „ გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 29-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1.    მოწვეულ იქნეს შპს „დარიალი 2007”-ის (ს/კ 200236510) კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით: ა) კრედიტორთათვის გაკოტრების მმართველის მიერ გაწეული საქმიანობის, მათ შორის აუქციონის შედეგების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება; ბ) დაგვიანებით წარმოდგენილ მოთხოვნათა განხილვა;
გ) კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრის დაზუსტება.

2.    კრედიტორთა კრების ჩატარების დროდ და ადგილად განისაზღვროს 2014 წლის 19 თებერვალი, 10 (ათი) საათი, თბილისის საქალაქო სასამართლო მდებარე მისამართზე - ქ. თბილისში, დავით აღმაშენებელის ხეივნის მე-12 კილომეტრი № 6, სასამართლო სხდომის დარბაზი № 23.

3.    შპს „ დარიალი 2007”-ის გაკოტრების მმართველს – შპს „Eurocon”- ს დაევალოს კრედიტორებისათვის და მოვალისათვის კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინებათა დაგზავნა. მასვე დაევალოს განჩინების „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე გამოქვეყნება. ხსენებულ ვებგვერდეზე განჩინება უნდა გამოქვეყნდეს არაუგვიანეს 2014 წლის 7 თებერვლისა. განჩინება გამოქვეყნდეს სასამართლო დაფაზეც.

4.    გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გაცნობიდან ან გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

მოსამართლე                                              ბესიკ სისვაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია