|
| მუხლი 1 |
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 103 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმელი, ატრიბუტიკა და სიმბოლიკა თანდართული აღწერილობისა და ესკიზების (პლანშეტი) მიხედვით. |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული ფორმის ტანსაცმლით, ატრიბუტიკით და სიმბოლიკით სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების უზრუნველყოფა განხორციელდეს სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სახეობების და პირთა წრის მიხედვით. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე . |
|