„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 ნოემბრის №219 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
108
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-01-27
გამოქვეყნების თარიღი
2014-01-28
სარეგისტრაციო კოდი
010040000.10.003.017727
„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 ნოემბრის №219 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №108

2014 წლის 27 იანვარი

 ქ. თბილისი

 

„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 ნოემბრის №219 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“   საქართველოს კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 ნოემბრის №219 დადგენილებაში (სსმ, 2008) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

     1. 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხმობა გაიცემა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან შეთანხმებით.“.

2.  31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ფარგლებში განსახორციელებელ ყოველ საქმიანობას შეისწავლის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, განსახორციელებელი საქმიანობიდან გამომდინარე, შესაბამის დარგობრივ სამინისტროსთან ერთად.“.

 

3.  32 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„32. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და 31 პუნქტში აღნიშნული შესაბამისი დარგობრივი სამინისტროს მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე განსახორციელებელი საქმიანობის მოწონება, რაც ფორმდება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ბრძანებით, წარმოადგენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აღნიშნული პროექტის განხორციელების საფუძველს.“.

4.  33 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„33. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი და დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის გამცემი მინისტრი ოკუპირებულ ტერიტორიებზე განსახორციელებელი საქმიანობების შესახებ ინფორმაციას წარმოუდგენს საქართველოს მთავრობას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია