საქართველოს მთავრობის
განკარგულება №88
2014 წლის 23 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობასა და ურუგვაის აღმოსავლურირესპუბლიკის მთავრობას შორის, ნოტების გაცვლის გზით,მოლაპარაკების გამართვის თაობაზე
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნოტების გაცვლის გზით, გაიმართოს მოლაპარაკება „საქართველოს მთავრობასა და ურუგვაის აღმოსავლური რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი