საქართველოს მთავრობის
განკარგულება №37
2009 წლის 30 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობასა და THE CROWN AGENTS FOR OVERSEA COVERNMENTS AND ADMINISTRATION LIMITED -ს შორის ხელშეკრულების დადების თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების განხილვის შესახებ
1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს მთავრობასა და THE CROWN AGENTS FOR OVERSEA COVERNMENTS AND ADMINISTRATION LIMITED-ს შორის ხელშეკრულების დადების თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადება.
2. მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს ფინანსთა მინისტრს ნ. გილაურს, რომ საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს ხელშეკრულებას საქართველოს მთავრობასა და THE CROWN AGENTS FOR OVERSEA COVERNMENTS AND ADMINISTRATION LIMITED-ს შორის.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პირველი ვიცე-პრემიერის
მოვალეობის შემსრულებელი ნიკა გილაური