საქართველოს მთავრობის
განკარგულება №21
2009 წლის 15 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობასა და TOKYO-MITSUBISHI UFJ, LTD ბანკს შორის საბანკო შეთანხმების დადების თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების შესახებ
1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადება საქართველოს მთავრობასა და TOKYO-MITSUBISHI UFJ, LTD ბანკს შორის საბანკო შეთანხმების დადების თაობაზე.
2. მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს ფინანსთა მინისტრს ნიკა გილაურს, რომ საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს საბანკო შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და TOKYO-MITSUBISHI UFJ, LTD ბანკს შორის.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი