საქართველოს მთავრობი ს
განკარგულება №388
2005 წლის 21 სექტემბერი
ქ. თბილისი
კ. ბენდუქიძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ
1. „საპარლამენტო მდივნის შესახებ “ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად „ დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ “ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე “ , „ ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის შესახებ “ , „ მაუწყებლობის შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე “ , „ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ “ , „ ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე “ , „ კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე “ , „ საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ “ საქართველოს ორგანულ კანონში დამატების შეტანის თაობაზე “ , „ საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე “ , „ ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე “ , „ რეგულირების საფასურის შესახებ “ და „ სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე “ საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში კახა ბენდუქიძე.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი