საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 766
2007 წლის 5 დეკემბერი
ქ. თბილისი
ა. დიდებულიძის საქართველოს პარლამენტის წევრის ნ. გრიგალაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონის პროექტზე თანამომხსენებლად დანიშვნის შესახებ
1. „ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის “ 156-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად , საქართველოს პარლამენტის წევრის ნ. გრიგალაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ „ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ “ კანონის პროექტზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე თანამომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე დიდებულიძე.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
ვიცე-პრემიერი გ. ბარამიძე