საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 762
2007 წლის 28 ნოემბერი
ქ. თბილისი
ვ. პეტრიაშვილის საქართველოს პარლამენტის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტზე თანამომხსენებლად დანიშვნის შესახებ
1. „ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის “ 156-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად , საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ „ საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ “ კანონპროექტზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე თანამომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ვაჟა პეტრიაშვილი.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე