საქართველოს მთავრობი ს
განკარგულება №365
2005 წლის 8 სექტემბერი
ქ. თბილისი
ი. მერაბიშვილის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ
1. „ საპარლამენტო მდივნის შესახებ “ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად „ კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ “ და „ სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე “ საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ივანე მერაბიშვილი.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი