კ. ბენდუქიძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
150
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-03-30
გამოქვეყნების თარიღი
2006-03-30
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
კ. ბენდუქიძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება № 150

2006 წლის 30 მარტი

ქ. თბილისი

კ. ბენდუქიძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

1. „ საპარლამენტო მდივნის შესახებ “ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, „ ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ “ , „ დამოუკიდებელი ეროვნუ­ლი მარეგულირებელი ორგანოების შესახებ „ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე “ , „ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ “ საქართველოს კანონ­ში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ “ , „ მაუწყებლობის შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე “ , „ საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ “ საქართველოს ორგანულ კანონში დამატე­ბის შეტანის თაობაზე “ , „ საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ “ საქართველოს კანონ­ში ცვლილების შეტანის თაობაზე “ , „ საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე “ , „ სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე “ და „ ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე “ საქართველოს პარლამენ­ტში საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში კახა ბენდუქიძე.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                                        ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია