„საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მაისის №254 განკარგულებაში დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
748
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-11-28
გამოქვეყნების თარიღი
2007-11-28
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მაისის №254 განკარგულებაში დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 748

2007 წლის 28 ნოემბერი

ქ. თბილისი

„ საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მაისის № 254 განკარგულებაში დამატებების შეტანის თაობაზე

1. „ საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქარ­თველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა­თვის თანხის გამოყოფის შესახებ “ საქართველოს მთავ­რობის 2007 წლის 24 მა­ისის № 254 განკარგულებაში შეტა­ნილ იქნეს შემდეგი ცვლი­ლებები და განკარგულებას დაემატოს 11 და 12 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

„ 11. განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულ ღო­ნის­ძიებებთან დაკავშირებული სამუშაოების, მომსახურე­ბისა და სა­ქონლის სახელმწიფო შესყიდვა განახორციე­ლოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინის­ტროს სახელმწიფო საქ­ვეუწყებო დაწესებულებამ – ტურიზ­მისა და კურორტების დეპარ­ტამენტმა.

12. „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “ საქართველოს კა­ნონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ ე “ ქვეპუნქტის შესაბამისად , გან­კარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულ ღონისძიებათა შეზ­ღუდულ ვადებში შეუფერხებლად გატარების მიზნით საქარ­თველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა შესაბამისი შესყიდვები განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით. “ .

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი            ვ. გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია