ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება № 120
2006 წლის 15 მარტი
ქ. თბილისი
კ. ბენდუქიძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ
1. „ საპარლამენტო მდივნის შესახებ “ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, „ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე “ , „ კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე “ , „ ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ “ , „ სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე “ , „ ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის შესახებ “ და „ ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე “ საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში კახა ბენდუქიძე.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი