„საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული შენობების რეაბილიტაციისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 10 ოქტომბრის №665 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
752
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-11-12
გამოქვეყნების თარიღი
2008-11-12
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული შენობების რეაბილიტაციისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 10 ოქტომბრის №665 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობი ს

განკარგულება №752

2008 წლის 12 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული შენობების რეაბილიტაციისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 10 ოქტომბრის № 665 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად ,,საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული შენობების რეაბილიტაციისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესა­ხებ “ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 10 ოქტომბრის № 665 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნ­ქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ფინანსთა სამინის­ტრომ (ნ. გილაური) „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბი­უ­ჯე­ტის შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალის­წინე­ბული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული შენობე­ბის რეაბილიტაციისა და დაზარალებული მოსახლეობისათვის კომპენსაციის გაცემის მიზნით მუნიციპალიტეტების გამგეობებს გამოუყოს 10 161 500 (ათი მილი­ონ ას სამოცდაერთი ათას ხუთასი) ლარი, მათ შორის:

ა) ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 3 633 500 (სამი მილიონ ექვსას ოცდაცამეტი ათას ხუთასი) ლარი;

ბ) გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 6 178 000 (ექვსი მილიონ ას სამოცდათვრამეტი ათასი) ლარი;

გ) სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 350 000 (სამას ორმოცდაათი ათასი) ლარი. “ .

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია