საქართველოს მთავრობის
განკარგულება №316
2013 წლის 8 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ‑ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლისათვის „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე
„საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი და მე-7 პუნქტების შესაბამისად, 2013 წლის 1 მარტიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა ‑ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 58 ერთეულით.
პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი