საქართველოს თავდაცვის სამინიტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1025
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-08-02
გამოქვეყნების თარიღი
2013-08-02
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს თავდაცვის სამინიტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №102 5

2013 წლის 2 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს თავდაცვის სამინიტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების შესახებ

„ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „ დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებელი განხორციელების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, ქ. გორში, ცხინვალის გზატკეცილის მე-3 კილომეტრზე მდებარე სამხედრო მოსამსახურეთათვის განკუთვნილი მშენებარე № 4, № 5 და № 6 სახლების ექსპლუატაციაში გადასაცემად დარჩენილი სამუშაოების, არაუმეტეს 2 300 000 (ორი მილიონ სამასი ათასი) ლარის ღირებულების, ს ახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის“ შესახებ საქართველოს კანონით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

პრემიერ-მინისტრი                      ბ . ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია