საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 743
2007 წლის 28 ნოემბერი
ქ. თბილისი
„ საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა რეგისტრაციისა (ახალი ნიმუშის მოწმობის გაცემა) და კომპაქტურად განსახლების ობიექტების აღრიცხვის ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 14 თებერვლის № 72 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა რეგისტრაციისა (ახალი ნიმუშის მოწმობის გაცემა) და კომპაქტურად განსახლების ობიექტების აღრიცხვის ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 14 თებერვლის № 72 განკარგულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 2. იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა რეგისტრაცია (ახალი ნიმუშის მოწმობის გაცემა) და კომპაქტურად განსახლების ობიექტების აღრიცხვა დასრულდეს 2008 წლის 1 იანვრამდე.“ .
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე