საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1024
2013 წლის 2 აგვისტო
ქ. თბილისი
,,რეგენტთა საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 2 ნოემბრის № 1926 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ,,რეგენტთა საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 2 ნოემბრის № 1926 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) თამარ სანიკიძე − საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი (რეგენტთა საბჭოს თავმჯდომარე);
ბ) ქეთევან ნატრიაშვილი − საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე;“.
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი