,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 29 თებერვლის №370 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
309
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-04-04
გამოქვეყნების თარიღი
2013-04-04
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 29 თებერვლის №370 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №309

2013 წლის 4 აპრილი

ქ. თბილისი

,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 29 თებერვლის №370 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 29 თებერვლის №370 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახალი ბულვარის ცენტრალური პარკის, საველოსიპედო ბილიკების მოწყობისა და მასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების ასევე შპს ,,ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS“-ის ფუნქციონირებისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ,,საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან შპს ,,ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS“-ს გადაურიცხოს 12 500 000 (თორმეტი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი.“.

 პრემიერ‑მინისტრი                                                   ბ. ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია