სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1022
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-08-02
გამოქვეყნების თარიღი
2013-08-02
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №102 2

2013 წლის 2 აგვისტო

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ

1. „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -6 მუხლის შესაბამისად და ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი ) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 აგვისტოს №687 ბრძანებულების გათვალისწინებით დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება (19.07.2013. № 5/21138) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ქ. ჩოხატაურში, დუმბაძის ქ. №66-ში მდებარე №1  შენობა-ნაგებობის საერთო ფართით 891 კვ.მ, №2, №3 შენობა-ნაგებობებისა და მათზე დამაგრებული 4045 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: № 28.01.22.070) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს კანონმ­დებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                                   ბ. ივანიშვილი

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია