„ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ბუნებრივი აირის საფასურის კომპენსირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 14 სექტემბრის №499 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
712
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-11-21
გამოქვეყნების თარიღი
2007-11-21
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ბუნებრივი აირის საფასურის კომპენსირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 14 სექტემბრის №499 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 712

2007 წლის 21 ნოემბერი

ქ. თბილისი

„ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ბუნებრივი აირის საფასურის კომპენსირების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 14 სექტემბრის № 499 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალუ­რად დაუცველი ოჯახებისათვის ბუნებრივი აირის საფა­სურის კომპენსირების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 14 სექტემბრის № 499 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) განკარგულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ ყაზბეგის რაიონში მუდმივად მცხოვრები მოსახლე­ობის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის  ღირებულების ანაზღაურების თაობაზე “ ;

ბ) განკარგულების პირველი, მე-2, მე-3, მე-4, 4 1 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოცი­ალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იური­დიულმა პირმა – სოციალური სუბსიდიების სააგენტომ (შემდგომში – სსიპ – სოციალური სუბსიდიების სააგენტო) უზრუნველყოს ყაზბეგის რაიონში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის (აბონენტების) მიერ 2007 წლის 15 ოქტომბრიდან 2008 წლის 15 მაისამდე და 2008 წლის 15 ოქტომბრიდან 2008 31 დეკემბრამდე პერიოდებში, ყოველ კალენდარულ თვეში, თითოეული აბონენტის მიერ მოხმარებული  ბუნებრივი გაზის ოდენობიდან  არა უმეტეს 700 კუბ. მ ღირებულების ანაზღაურება. ამასთან, ოქტომ­ბერსა და მაისში ანაზღაურდება თითოეული აბონენტის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ოდენობიდან არა უმეტეს 350 კუბ. მ ბუნებრივი გაზის საფასური.

2. განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით:

ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილა­ური) „ საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქარ­თველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სსიპ – სოციალური სუბსიდიების სააგენტოსათვის გადასაცემად გამოყოს 580 000 (ხუთას ოთხმოცი ათასი) ლარი 2007 წლის 15 ოქტომბრიდან 2007  31 დეკემბრამდე პერიოდი­სათვის საჭირო ხარჯების ნაწილის დასაფარავად;

ბ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოცი­ალური დაცვის სამინისტრომ (დ. ტყეშელაშვილი) 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით მისთვის გამოყოფილ ასიგ­ნებათა ფარგლებში  მოიძიოს ყაზბეგის რაიონის შეღავა­თე­­ბით მოსარგებლე აბონენტებისათვის 2007 წლის 15 ოქტომბრიდან 2007 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდისათვის ბუნებრივი გაზის საფასურის ასანაზღაურებელი დამატე­ბითი თანხა.

3. სსიპ – სოციალური სუბსიდიების სააგენტომ:

ა) 2007 წლის 15 ოქტომბრიდან 2007 წლის პირველ დეკემბრამდე პერიოდში მოხმარებულ ბუნებრივ გაზზე განკარ­გულებით გათვალისწინებული შეღავათების ანაზღა­უ­რება უზრუნველყოს პირველი პუნქტით გათვალისწინე­ბული მოსახლეობისათვის;

ბ) 2007 წლის პირველი დეკემბრიდან უზრუნველყოს შპს „ ქართლიგაზისათვის “ სათანადო თანხის ანაზღაურება მის მიერ წარმოდგენილი თითოეული თვის ანგარიშის საფუძველზე.

4. შპს „ ქართლიგაზმა “ უზრუნველყოს მისთვის ამ გან­კარ­გულების ფარგლებში ანაზღაურებული თანხის შესაბა­მისი აბონენტების პირად საანგარიშსწორებო ბარათებზე ასახვა და სათანადო ინფორმაციის მიწოდება სსიპ – სოციალური სუბსიდიების სააგენტოსათვის.

„ 41. „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “ საქარ­თველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ ე “ ქვე­პუნქტის შესაბამისად, სსიპ – სოციალური სუბსიდიების სააგენტომ ამ განკარგულების შესრულების უზრუნველ­საყოფად საჭი­რო მომსახურების, საქონლის ან/და სამუშაოების შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუა­ლებით.

5. შეღავათებით მოსარგებლე აბონენტების მიერ ლი­მიტის ფარგლებში გაწეული ეკონომია არ გადადის მომდევნო თვეში. “ .

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

ვიცე-პრემიერი                      გ. ბარამიძე

კრებსითი — სრული ვერსია