სს „გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა საქრუსენერგოსათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აღნაგობის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1011
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-07-31
გამოქვეყნების თარიღი
2013-07-31
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
სს „გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა საქრუსენერგოსათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აღნაგობის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1011

2013 წლის 3 1 ივლისი

ქ. თბილისი

სს „გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა საქრუსენერგოსათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აღნაგობის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „ სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36‑ე მუხ­ლის მე‑2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონო ­ მიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ ‑ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ სს „ გაერთიანე ­ ბულ ენერგეტიკულ სისტემა საქრუსენერგოს “ (საიდენტიფიკაციო კოდი 211324468) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 49 წლის ვადით, სასყიდლიანი აღნაგობის ფორმით, ყოველთვიური ქირით 1 500 (ათას ხუთასი) ლარი, გადასცეს ქალაქ თბილისში, ხევძმარის ქუჩა № 1-ში სახე­ლ ­­მწიფო საკუთრებაში არსებული 7490 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო და­ნი­შ­ნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 01.11.12.022.004) .

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინის­ტროს სისტემაში შემ ა ვალ მა სსიპ ‑ სახელმწიფო ქონების ეროვნულ მა საა ­ გენტო მ განკარგულების შესრულების მიზნით გაატაროს კანონმდებლო­ბით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

  პრემიერ-მინისტრი                                                              ბ . ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია