საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
298
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-03-28
გამოქვეყნების თარიღი
2013-03-28
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №298

2013 წლის 28 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის № 23 დად­­გე­­ნი­­ლების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნი­სის № 172 დადგენილებით შექმნილი სამთავრობო კომისიის გადაწყვე­ტილების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტ­რომ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შე­სა­ხებ ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალის­წინე­ბუ­ლი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროე­ქ­­­ტების ფონდიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტს, ქ. ოზურგეთი - ანასეული - დაბა ნარუჯა - დაბა ლაითურის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის (7,7 კმ) სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსების მიზნით გამოუყოს 194 420 (ას ოთხმოცდათოთხმეტი ათას ოთხას ოცი) ლარი.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ოზურ­გე­თის მუნიციპალიტეტმა ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვა­ლის­წი­ნებულ ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შეს­ყიდ­ვე­ბი განახორციელოს გამარტივებული შესყიდვით.

პრემიერ -მინისტრი                                                              ბ . ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია