საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის საქართველოს პრეზიდენტის მიერ განსაზღვრულ სარეკრეაციო ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების პრივატიზების შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1009
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-07-31
გამოქვეყნების თარიღი
2013-07-31
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის საქართველოს პრეზიდენტის მიერ განსაზღვრულ სარეკრეაციო ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების პრივატიზების შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1009

2013 წლის 3 1 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის საქართველოს პრეზიდენტის მიერ განსაზღვრულ სარეკრეაციო ტერიტორია ზე არსებული უძრავი ქონების პრივატიზების შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხ­ლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამარ­თლის იუ­რი­დიულ პირს - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიეცეს თან­ხმობა , განახორციელოს საქართველოს პრეზიდენტის მიერ განსაზღვ­რულ სარეკრეაციო ტერიტორია ზე არსებული, დუშეთის მუნი­ცი­პალი­ტეტის სოფელ კაიშაურებში „მთა ვარცლაზე“ მდებარე სახელმწი­ფო საკუ­თ­რე­ბაში არსებული 2015 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშ­ნუ­ლე­ბის მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №71.62.58.020) პრი­ვატიზება ელექტრონული აუქციონის ფორმით .

2. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონო­მიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვ­ნულმა სააგენტომ უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებუ­ლი ღონისძიებების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია