|
,,საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სათათბიროს დებულების დამტკიცების შესახებ'' საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ'' საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
,,საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სათათბიროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №4 ბრძანებით (,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ №18, მუხლი 158, 2001 წელი) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დებულების მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. სათათბირო შედგება ცხრა წევრისაგან, რომელთაგან სამ წევრს წარადგენს საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორი ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირებიდან, ხოლო ხუთ წევრს ნიშნავს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი (ორი წევრი - საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საჯარო მოსამსახურე, სამი წევრი - საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის თანამშრომელი, ფონდის დირექტორის წარდგინებით)“.
2. ამოღებულ იქნეს დებულების მე-14 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი. 3. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 პუნქტი: „141. სათათბიროში წარმოდგენილ ბავშვთა და ახალგაზრდულ კავშირს არა აქვს კონკურსში მონაწილეობისა და პროექტის წარმოდგენის უფლება“.
4. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-19 პუნქტი:
„19. სათათბიროს საქმიანობის ტექნიკური და ორგანიზაციული ხელშეწყობის, ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების საგრანტო განაცხადებისა და სათათბიროს საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაციის აღრიცხვისა და შენახვის (მატერიალური ან/და ელექტრონული ვერსიის სახით), სათათბიროს გადაწყვეტილებების შესახებ საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის ინფორმირების უზრუნველყოფის მიზნით, სათათბიროს უფლებამოსილების ვადით საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ბრძანებით იქმნება სათათბიროს აპარატი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა შემადგენლობით“ . |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|