საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1001
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-07-30
გამოქვეყნების თარიღი
2013-07-30
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1001

2013 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

ს აქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრას ტრუქ ტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწ ყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

  1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ს აქართველოს რეგიონული განვითა­რე­ბი­სა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმ­წი­ფო საქვეუწ ყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპა ­რტამენტსა (შემდგომში – დეპარტამენტი ) და შპს ,, სანს ” შორის გაფო ­რმებული 2012 წლის 6 აგვისტოს ე.ტ.№105-12 ხელშეკრულების საფუძველზე, შპს ,,სანი“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 220016113) აწარმოებდა შიდასახელწი­ფოე­ბრივი მნიშვნელობის ქუთაისი- (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ88+235-კმ99 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს (ელექტრონული ტენდერი SPA120017737) . კონ­ტ­რა­ქტორის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის, დე­პა­რ­ტამენტის მიერ ვადამდე, ცალმხრივად იქნა შეწყვეტილი ხელშეკ­რუ­ლე­ბა 2013 წლის 23 ივლისს.

 2. დეპარტამენტმა უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათ ­ვალისწინებული, დარჩენილი სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორ ­ციე ­ლება შეწყვეტილი ხელშეკრულების ღირებულების ფარგლებში, ხელშეკრუ ­ლე ­ბის ნარჩენი ღირებულებით, რაც შეადგენს 6 815 286.48 (ექვსი მილიონ რვაას თხუ­თმეტი ათას ორას ოთხმოცდაექვსი ლარი და 48 თეთრი ) ლარს.

 3. სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონის­ძიე­ბის შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, დეპარ ­ტა ­მე ­ნ ­ტმა ამ განკარგულებით გათვალისწინებული სამუშაოების სახელმწიფო შესყი ­დ ­ვა გა­ნა­ხო­რციელოს ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანო­ნის 101 მუ­­ ხლის მე-3 პუნქტის „ დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივე­ბუ­ლი შე­ ს­ ყი­ დ­ ვის საშუალებით.

პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია