საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 9 87
2013 წლის 30 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
2013 წლის 18 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით, ლიტვაში, ფეხბურთში 19 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრები გუნდის მონაწილეობისა და 2013 წლის 6-18 ივლისს, ლატვიასა და ლიტვაში, აღნიშნული შეჯიბრებისათვის მოსამზადებელი წინა სატურნირო შეკრების ჩატარების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გამოუყოს 195 000 ( ას ოთხმოცდათხუთმეტი ათასი) ლარი, შემდგომში ა(ა)იპ – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისათვის გადასაცემად.
პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი